სენაკის ცენტრში მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელიც აიგო 1999-2001 წლებში მაშინდელი სენაკის, ფოთისა და ხობის, დღეს კი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ლოცვა-კურთხევით. ტაძარი აგებულია ეკლარის ქვით, აქვს ორი კარიბჭე, რომლებიც თაღოვანია და მოჩუქურთმებული. ტაძრის გუმბათს ამშვენებს სპილენძისგან ჩამოსხმული 50კგ. ჯვარი, ტაძარში წირვას აღავლენს 3 მღვდელი, არის 1 დიაკვანი, ორი მედავითნე, 10 სტიქაროსანი და 12 მგალობელი.
იხ.სურათებით "იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია": memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/26666
Nearby cities:
კოორდინატები: 42°16'6"N 42°3'40"E
#სენაკი
#სამეგრელო