www.livepress.ge
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ გვითხრა, რომ ერთის მდგომარეობა სტაბილურია პირველი შეფასებით. პაციენტს დამატებითი კვლევები უტარდება. რაც შეეხება მეორეს, ის საოპერაციო ბლოკშია გადაყვანილი სასიცოცხლო ჩვენებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ლაივპრესს" განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.