ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება

 


🔵ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება.

🔵ქვემო ქვალონში სკოლის და პირველ ხორგაში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნენ.

🔵სკოლაში, პროექტის შესაბამისად მოეწყობა მოსწავლეთა და პედაგოგთა ოთახები, ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა-წიგნსაცავი, ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული ზოლი. პროექტის ღირებულება 4 მილიონ 95 ათას ლარს შეადგენს.

🔵საბავშვო ბაღი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შენდება.

🔵სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობაზე 500 000 ლარი დაიხარჯება.

🔵სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.