რეგიონალური ჟურნალის „დისკუსია“-ს დამფუძნებელი მარინა დამენია პანდემიის პერიოდში გამომცემლობის საკითხებზე

 
კულტურა, ხელოვნება, მეცნიერება ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საძირკველია
        ზუგდიდი, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონი  ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს სამეცნიერო საქმიანობის მხრივ, დღესაც იცის რა უნდა აკეთოს.
    ჩვენს რეგიონს ჰყავს შესანიშნავი შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენცია. სამწუხაროდ ზუგდიდში წლების წინ შეწყდა სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა (თუ არ ჩავთვლით მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ყოველწლიურ „შრომების კრებულს“, რომელიც მისი ორგანოა და იქ უნივერსიტეტის  მასალები  გამოიცემა). ჩვენი ქალაქისა და რეგიონის მეცნიერები, დოქტორანტები, სტუდენტები, ხელოვნების მუშაკები თავიანთ შემოქმედებით და კვლევით  ნამუშევრებს თბილისის სხვადასხვა გამოცემებში აქვეყნებდნენ.
    ამ მხრივ გარკვეული შეხვედრები ჩავატარე მეცნიერ-მუშაკებთან. შეხვედრებიდან გაირკვა, რომ სამეცნიერო ჟურნალის გამოცემის შემთხვევაში ისინი მზად იყვნენ ეთანამშრომლათ ჩვენთან და დავაფუძნე გამომცემლობა „დისკუსია“, რომელიც ამავე სახელწოდების საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალს გამოცემს (წელიწადში სამჯერ).
    უკვე გამოიცა 2019-2020 წლის ნომრები, სადაც ასახულია რეგიონის, თითოეული ქალაქისა და რაიონის ძველი და უახლესი ისტორია, არქეოლოგიური გათხრები,  კულტურა, სპორტი, ფოლკლორის ნიმუშები, სამეცნიერო და შემოქმედებითი ნაშრომები... 
    თითეული გამოცემის შემდგომ ავტორებთან და საზოგადოების, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან ეწყობა ფართო დისკუსია, ჟურნალში  დაბეჭდილი  თითოეული  სტატიის  განხილვა. უკვე თავისუფლად შეიძლება დასკვნების გამოტანა: რომ ჟურნალი ,,დისკუსია“ რეგიონისთვის დროული გამოცემა იყო და საჭიროებს მის შემდგომ სიცოცხლისუნარიანობის გაგრძელებას.
    ჟურნალის  დამფინანსებელი ჯერჯერობით მხოლოდ მე ვარ. აქვე უნდა აღვნიშნო რომ პირველ ნომრის გამოცემაში შემეხიდა გერმანელი ქართვრლოლოგი ვოლფგან ფოიერშტაინი ის  ყოველწლიურად დადის საქართველოში და ყოველ ჩამოსვლაზე სტუმრობს საქართველოს მედიამუზეუმს - ძალიან დაინტერესებულია ამ მუზეუმით - ერთ-ერთი სტუმრობისას ნახა ჟურნალის N1 ნომრის გამოსაცემი ვარიანტი და უყოყმანოდ შემეხიდა გარკვეული თანხით, მადლობა მას ამისთვის.
    ჟურნალის დაფინანსება საქართველოში არსებული ეპიდვითარებიდან - მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უმტკივნეულოდ და უფრო ადვილად , რომ განხორციელდეს, მიმაჩნია ჟურნალის დაფინანსებაში თავისი წვლილი  შეიტანონ  რეგიონის მუნიციპალიტეტებმა, სხვა და სხვა სექტორის წარმომადგენლებმა და საერთო ჯამში კი მივიღებთ ჟურნალის სრულ დაფინანსებას.

დღესაც, 2021 წლის 11 იანვარს 16 საათზე ჩატარდა მორიგი შეხვედრა, ონლაინ კონფერენცია სადაც განვიხილეთ 2020 წლის N4-5 გამოშვების მასალები, ჟურნალის გარშემო არსებული პრობლემები, რომელიც მის დაფინანსებას შეეხება.

იხილეთ საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალის ნომრების ელექტრონული ვერსია :  „დისკუსია“ N 1  „დისკუსია“ N 2-3    დისკუსია“  N4-5

    საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის წევრი, კავკასიაში ერთადერთისაქართველოს მასმედიისა და პოლიგრაფიის მუზეუმისფუძემდებელი, წიგნისზუგდიდი ეროვნულ მოძრაობაში“ (წიგნი 1) ავტორი, საზოგადოებრივ-სამეცნიერო, შემეცნებითი ჟურნალ  „დისკუსიადამფუძნებელი და რედაქტორი          მარინე დამენია.