ექიმი და მეცნიერი, ნონა კოდუა 1949 წლის 2 სექტემბერს ხობის რაიონის სოფელი ხეთაში დაიბადა. სწავლობა სოფელ ხეთის საშუალო სკოლაში.
1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.
1972–1973წწ. იყო ექიმი–ინტერნი ზუგდიდის რაიონულ ბავშვთა საავადმყოფოში; 1973–1978წწ. ხობის რაიონული საავადმყოფოს ექიმი–პედიატრი; 1978–1981წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1981–1992წწ. მეცნიერ–თანამშრომელი; 1991–1992წწ. სწავლული მდივანი; 1992 წლიდან ამავე ინსტიტუტის საკონსულტაციო პოლიკლინიკის კარდიოლოგი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ძირითადად ეხება ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის დონის შემცირების პრობლემებს. არის საერო ინსტიტუტ "გაენათის" დოცენტი; მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამედიცინო–ბიოლოგიური და სოციალური რისკის ფაქტორების გავლენა ადრეული ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ავადობაზე, პერინატალური და ბავშვთა სიკვდილიანობის დონეზე", დაიცვა 1990 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
· მედიცინის მუშაკთა დაცვის ასოციაცია "დედა და ბავშვი", წევრი
· საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი
ბიბლიოგრაფია
· ანტიჰომოტოქსიკური თერაპია თანამედროვე პედიატრიულ პრაქტიკაში : საჭმლის მომნელებელი სისტემა (შემდგენელი) // ნაწ. 2 . - თბილისი, 2010. - 60გვ.
· ნტიჰომოტოქსიკური თერაპია თანამედროვე პედიატრიულ პრაქტიკაში : სასუნთქი სისტემა (შემდგენელი) // ნაწ. 1 . - თბილისი, 2008.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი.
წყარო: https://gnostikosi.blogspot.com/2021/01/blog-post_21.html