,,ჯახუთი - ესტატეს სკოლა"-ს საუკეთესო შედეგი!
18 თებერვალს საჭადრაკო ონლაინ-პლატფორმა lichess.org-ზე ელვისებურ ჭადრაკში მორიგი საერთაშორისო გუნდური ასპარეზობები შედგა.
სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის ბაზაზე შექმნილ ,,JAKHUTI" (KHOBI) ESTATE"S SCHOOL - PIRVELI MAISI გუნდს მეოთხე სტარტი ჰქონდა 2 კვირის განმავლობაში და მისთვის ყველაზე წარმატებული სწორედ ეს ტურნირი გამოდგა.
Lichess Quarantäne-Liga 16C -ში, სადაც 10 ევროპული საჭადრაკო გუნდი მონაწილეობდა - ,,ჯახუთმა" პირველი ადგილი დაიკავა და ახალ ლიგა Lichess Quarantäne-Liga 15C - ში აინაცვლა.
,,ჯახუთი - ესტატეს სკოლა"-მ 18 თებერვალს 1 საათისა და 40 წუთის განმავლობაში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
ბესიკ ლაგვილავა,
კობა კვიკვინია,
გოგი ფოჩხუა,
ლუკა შამუგია,
ანა კვიკვინია,
ნიკა ბუკია,
ლიზი ფოჩხუა,
გიორგი სიჭინავა,
თეიმურაზ კვიკვინია.
მოგეხსენებათ, გუნდს ეთვლება ოთხი საუკეთესო მონაწილის მიერ დაგროვებული ქულების ჯამი. ამჯერად ,,ჯახუთი"-ს მიერ ნაჩვენები შედეგი - 108 ქულა შეადგინა თეიმურაზ კვიკვინიას, გიორგი სიჭინავას, კობა კვიკვინიას და ლუკა შამუგიას ნაჩვენებმა შედეგებმა.
აღსანიშნავია, რომ 18 თებერვალს ჩვენს კლუბში ასპარეზობის დებიუტი ჰქონდა თემოს მეგობარს - თავის დროზე ხობის საჭადრაკო სკოლის აღზრდილ ლუკა შამუგიას. <3
ამ დღის გამოსარჩევი მოვლენა იყო აგრეთვე თეიმურაზ კვიკვინიას ინდივიდუალური მეორე ადგილი 64 მონაწილეს შორის.
შემდეგ ტურნირს ,,ჯახუთი" უკვე Lichess Quarantäne-Liga 15C ლიგაში - 21 თებერვალს 23 საათზე გამართავს.
P.S. რა თქმა უნდა, გუნდური წარმატების გამო დიდი სიხარული გამოვხატეთ ყველამ საერთო ჩატში... და მოგვივიდა იდეა, რომ წარმატებული ასპარეზობები მივუძღვნათ ჩვენი ქვეყნის, მუნიციპალიტეტის, სოფლის, სკოლის ღვაწლმოსილ ადამიანებს...
ამჯერად არჩევანის საშუალება ჩვენი გუნდის ყველაზე გამოცდილ წევრს - ბატონ ბესიკ ლაგვილავას ჰქონდა, რომლის სურვილითაც ეს გამარჯვება მის პედაგოგებს ეძღვნება:
ცისანა რატიას <3, გრიანა ჭკადუას <3, მერი თაკვარელიას <3, გიგლა კვიკვინიას <3. გულნარა კრავჩენკოს <3...
(დიდხანს სიცოცხლე - ამ შესანიშნავ ადამიანებს!)
ასევე გარდაცვლილ პედაგოგებს:
არეთა ჩოკორაიას <3, თინა შუშანიას <3. ხუტა კვიკვინიას <3. თამარ შენგელიას <3, დურუ კობახიძეს <3, გოგონა კვიკვინიას <3, ვასო ბუკიას <3, ლუკიანე გერგაიას <3, ორესტი გაბრავას <3, კაკო ზარანდიას <3, ვარლამ პაჭკორიას <3, კოტე ფილიპიას <3, ვალერიან კვიკვინიას <3, ნორა მხეიძეს <3, იონა ლიპარტიას <3... (ღმერთმა აცხონოს მათი სულები)