ახალი ურნები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსდება

 


ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შპს "ხობი დასუფთავება და განათებამ" 54000 ლარის ღირებულების 100 ერთეული ურნა შეიძინა.

ურნები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსდება.

მიმდინარე წელს, დამატებით 100 ერთეული ურნის შეძენა იგეგმება.

2017-2018 წლებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ 250 ნაგავშემკრები ურნა და ორი ნაგავმზიდი მანქანა შეიძინა.