ხეთაში „ოხვამეკარში“ მდებარეობს წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „მიქამგარიოსაც“ უწოდებს. აქ XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის პირველ მეოთხედში მსახურობდნენ მღვდელნი: გიორგი კობახიძე, ბესარიონ კობახიძე, მიხეილ გვასალია, მიხეილ მეუნარგია, სოლომონ საჯაია, გიორგი გეგეჭკორი, სოლომონ გეთია, ოქროპირ ქირია, თევდორე ქირია, აკაკი ფიფია; დიაკვანნი: იოანე წულაია, ლავრენტი კვარაცხელია; მედავითნენი: სილიბისტრო ჩიქვანაია, გოგი ლატარია, არქიფო ვართაგავა, მიხეილ ტურავა.
მეოცე საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისიდან მღვდლები: გიორგი ტაბაღუა, ავთანდილ ჭოხონელიძე, 2003 წლიდან 2008 წლამდე მამა კირიონ დარასელია ამჟამად ტაძრის მღვდელმსახურია მღვდელი ცოტნე ბიწაძე. ამ ტაძრის ადგილას უფრო ძველი ტაძარი მდგარა, იგი დაურღვევიათ და 1885 წელს ხელახლა აუშენებიათ. ტაძრის მიდამოებში აღმოჩენილია ბრინჯაოს გრიფონი და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ აქ სალოცავი წინაქრისტიანულ ხანაშიც უნდა ყოფილიყო. ამასვე მიუთითებს სახალხო დღესასწაული „მიქამგარიობა“, რომელიც აღდგომის შემდგომ ორშაბათს იმართება, ამ დღეს არანაირი საეკლესიო დღესასწაული არ არის, მაგრამ უამრავი ხალხი ჩამოდიოდა სხვადასხვა სოფლებიდან. მლოცველები „მიქამგარიოს“ შინაური პირუტყვის გამრავლებას შესთხოვდნენ...
ხეთას წმ. მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ეკლესია ტაძარი მდებარეობს სოფელ ხეთაში, მაღალ გორაკზე (ზღვის დონიდან 91 მ. დგას), სენაკი-ზუგდიდის ავტომაგისტრალის მარჯვენა მხარეს, ამ ადგილს `ოხვამეკარსაც~ ეძახიან. ეკლესია საკმაოდ დიდია, სიგრძე _
17, ხოლო სიგა- ნე _ 10.50 მ-ია. აშენებულია ადგილობრივი კირქვით, კუთხეები ამოყვანილია
კარგად გათლილი მართკუთხა კვადრებით, კედლები კი, ფლეთილი კირქვით.
ტაძარს აქვს სამი კარი _ დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით,
კარები კირქვის ლამაზად გათლილი ქვებით არის მოჩუქურთმებული და
აქვს დეკორატიული თაღები. დარბაზი ნათდება 7 სარკმლით: ორ-ორი ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს, სამი _ აღმოსავლეთით, სარკმლებიც კარების
მსგავსად მოჩარჩოებულია და დეკორატიული თაღით არის დამშვენებული.
სახურავი შემოსაზღვრულია სადა, მაგრამ საკმაოდ ლამაზად გათლილიკირქვის კარნიზით
ნაგებობას დასავლეთით მიშენებული აქვს ნახევარწრიული თაღებიანი
ოთხკუთხა სვეტებზე დაყრდნობილი ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც ფონტონით გვირგვინდება. მასზე კირქვით ჯვრის გამოსახულებაა
ამოყვანილი, რომელზედაც კი,
1885 წელი წერია, რაც ამ ტაძრის აშენებისთარიღზე მიგვითითებს. პაატა ცხადაიას მიხედვით ამ წელს ეკლესია აშე-ნებულა იონა მეუნარგიასა და იპოლიტე ვართაგავას თაოსნობითაქ სამლოცველო მანამდეც არსებობდა.
1898 წლის გაზეთ `ცნობის ფურცელში~ ავტორი წერს, რომ ამ ეკლესიის აშენებამდე აქ ოდნავ უფრო ნაკლები სიდიდის ძველთა-ძველი ეკლესია მდგარა (16;
92); XVII საუკუნის ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი აღნიშნავდა, რომ ადამიანებს `ყველაზე მეტად ერიდებოდათსოფელ ხეთას... ოჯახის მთავარანგელოზად წოდებულ წმ. გიორგის ხატისა~...ცხადია, აქ უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ ხეთის თემში არსებული წმ. მთავა-რანგელოზთა და ჯეგეთის წმ. გიორგის სალოცავებს ხალხი ძველადაც და ახლაც უდიდესი კრძალვითა და რიდით ეპყრობა ამ ეკლესიასთანაღდგომის შემდგომ ახალკვირის მომდევნო ორშაბათს ათასობით ადამიანიიკრიბებოდა სადღესასწაულოდ. ხალხი ჩამოდიიოდა არა მარტო სამეგრელოდა,არამედ სხვა კუთხეებიდანაც, ამ დღეს `მიქანგარიობას~ ეძახიან.`მიქანგარიოს~
_ წმ. მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს შინაურიპირუტყვის გამრავლებას შესთხოვენ. ამ დღეს ქრისტიანული კალენდრითრაიმე განსაკუთრებული დღესასწაული არ აღინიშნება და იგი უდავოდწარმართული ხანის გადმონაშთია.
`მიქანგარიობის~ დღესასწაულის გასაღებად შეიძლება ჩავთვალოთ ბრინჯაოს გრიფონი, რომელიც 2007 წლისმაისში, ტაძრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ოციოდე მეტრში აღმოჩნდასოფელ ხეთის გამგებლის, ავტოკატასტროფაში დაღუპულ გელა შანავასსაფლავის გაჭრის დროს. ქანდაკების სიმაღლე 12 სანტიმეტრია, მას აქვსლომის თავი, ფრინველის ტანი და ნისკარტი, დიდი გაზიდული თვალები.ჩვენი ვარაუდით იგი მითრას კულტის გავლენის დამადასტურებელია.მითრას კულტისხვადასხვა ფორმით მთელ მსოფლიოში იყო გავრცელებული, ჩვენში მას`მირსას-მისარონს~ უწოდებდნენ. სამეგრელოში მირსა თვალის სალოცავია,მას თვალის სისაღეს შესთხოვდნენ. ხეთის გრიფონის ყველაზე თვალსაჩინოდეტალი თვალია და ის, რომ იგი სწორედ წმ. მთავარანგელოზთა სახელობისტაძართან აღმოჩნდა, შესაძლოა,
`მიქანგარიობის~ ფესვები წინაქრისტიანულხანაში იღებდეს სათავეს და მირსას-მისარონის კულტს უკავშირდებოდეს.