სამეგრელო ზემო-სვანეთში კორონავირუსით 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრია და მკურნალობას გადიოდა ქუთაისის კოვიდკლინიკაში.სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში 142 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულია კიდევ 138 ადამიანი. რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში იმყოფება 39 პირი.
რუხის კლინიკაში მკურნალობს 64 კოვიდპაციენტი.
სენამედის კლინიკაში 38. მათ შორის მძიმეა 4.
ფოთის კლინიკაში 39. მათ შორის მძიმეა 6.
ზუგდიდის რეფერალურ ფოსპიტალშია 16 პაციენტი, მათ შორის 4 მძიმეა.
აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაშია 26 პაციენტი.
სენაკში, კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 34 პირი გადის მკურნალობას.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსს 2 773 პირი ემსხვერპლა. ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 239 229-ს. აქედან გამოჯანმრთელებულია 225 335 პირი.
წყარო: https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/37517-khobshi-koronavirusith-67-tslis-mamakaci-gardaicvala.html