ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადაეცათ

 


30 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ და საკრებულოს ფრაქციაქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარე ბექა მამაცაშვილმა ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი 135-მა ბენეფიციარმა მიიღო.


უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს, ასევე გადაეცათ შავი ზღვის ტერმინალის (ყულევის) სასურსათო პაკეტები.


ხობის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მომავალშიც გეგმავს საქველმოქმედო აქციების ხელშეწყობას.