დღეს საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა მთავარი ფინანსური დოკუმენტი

 


29 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები.

საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომლითაც შემოსავლები განისაზღვრა 10039,0 ლარით, აქედან: გადასახდელები 9134,600 ათასი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი 210.0 ათასი ლარი (აქედან: 210,0 ათასი ლარი - მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად), სხვა შემოსავლები 694,400 ათასი ლარი. 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში უმთავრეს პრიორიტეტად მიჩნეულია სოციალური სფერო, ჯანდაცვის, განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მომავალი წლისთვის დაგეგმილია მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
სხდომაზე ასევე დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2021 წლის მუნიციპალური პროგრამა, რომლის ბიუჯეტი განისაზღვრა 508,100 ათასი ლარით.
პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ყველა ის პროგრამა რაც გათვალისწინებული იყო 2020 წელს. მაგრამ 2020 წლისგან განსხვავებით, პროგრამის გარკვეულ მუხლებში გასაცემელი დახმარების ოდენობის გაიზარდა, კერძოდ:
1. მრავალშვილიანთა ერთჯერადი დახმარების ოდენობა გახდა 200 ლარი, ნაცვლად 150 ლარისა.
2. არასრულწლოვან ობოლთა დახმარების ოდენობა გახდა 250 ლარი ნაცვლად 150 ლარისა.
3. 100 წლის და ას წელს გადაცილებულის დახმარების ოდენობა გახდა 200 ლარი ნაცვლად 150 ლარისა.
4. ახალშობილთა ოჯახების დახმარების 1-2 შვილზე გახდა 200 ლარი ნაცვლად 100 ლარისა.
5. დიალიზზე მყოფ მოქლაქეთა დახმარების ოდენობა გახდა 150 ლარი ნაცვლად 100 ლარისა.
6. საოპერაციო და ქიმიო, იოდო და სხივური თერაპიის მკურნალობის ხარჯების დაფინანსების ოდენობა (300 ლარი და ზემოთ, ნაცვლად 500 ლარისა) გახდა 0%-იდან 50%-ის ფარგლებში და არაუმეტეს 1500 ლარისა , ნაცვლად 1000 ლარისა.
8. ჩერნობილის კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთათვის დახმარების ოდენობა გახდა 150 ლარი ნაცვლად 100 ლარისა.
9. შშმ პირთა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების დაფინანსების მუხლი გახდა 18000 ლარი ნაცვლად 10000 ლარისა. ვინაიდან ამ მუხლში დაემატა ონკოლოგიურ დაავადებაზე საეჭვო პაციენტთა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების, ბიოფსიის დაფინანსება (ერთჯერადად).
10. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი დახმარების მუხლი გახდა 4500 ლარი ნაცვლად 2600 ლარისა.
11. ერთჯერადი ფულადი დახმარება ეკონომიკურად შეჭირვებული მოქალაქეებისთვის დახმარების მუხლი გახდა 30000 ლარი ნაცვლად 35000 ლარისა.
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ საკრებულოს წევრებს, დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და წარმატებები უსურვეს მათ, როგორც პირად ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში.
2020 წლის საკრებულოს ბოლო სხდომა სახელმწიფო ჰიმნის მოსმენის შემდეგ დახურულად გამოცხადდა.