ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის"ფარგლებში განხორციელდა საქველმოქმედო აქცია-პროექტი სახელწოდებით "სიკეთე გადამდებია". რომლის იდეის ავტორი ვიყავი მე,თიკო ლაგვილავა თანატოლებთან ერთად და კოორდინაციას გვიწევდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი თინათინ სოსელია.
წყარო:https://www.facebook.com/photo?fbid=266258691883059&set=pcb.266259085216353
ჩვენი სურვილი იყო ყოფილი კლასელის გ.ი-ს სულიერი ტკივილის შემსუბუქება თანადგომით.მიზანს მივაღწიეთ.


სიკეთე მართლაცდა გადამდები ყოფილა.ღვთიურ ადამიანებს რა გამოლევს დალოცვილ საქართველოში ქველმოქმედმა პირებმა,გულთან ახლოს მიიტანეს არასრულწლოვანის ყოფა-ცხოვრება და დახმარების ხელი გამოგვიწოდეს


ნოჯიხევის #2 და ნოჯიხევის #1 სკოლამ,ბატონმა დ.ბერაიამ,ასოციაცია "ათინათმა" ქალბატონმა ნინუცა სიჭინავამ,მედეა არჩილიამ, ჩვენი სკოლის კურს დამთავრებულმა ბელა ლიპარტიამ,დავით მალიუგინმა,ხობის მერიის ბავშვთა დაცვის ინსპექტორმა ჯაბა თოლორდავამ და უამრავმა იმ პირებმა რომლებმაც მითითებულ ანგარიშზე გადმორიცხეს თანხა.


მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ გვანცა კიკალეიშვილს და ანი ბუკიას,რომლებმაც საჩუქრად გადასცეს პლანშეტი გააქტიურებული ნომრით და ინტერნეტით.


მათ მიერ შემოწირული თანხით შეძენილ იქნა და ოჯახს გადაეცა:გაზქურა,საოჯახო ნივთები,ჰიგიენური საშუალებები დაა სურსათ-სანოვაგე.


გაწეული კეთილი საქმისთვის ყველას გიხდით მადლობას.



ბედნიერი შობა ახალი წელი დაგბედებოდეთ და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!!!



წყარო:https://www.facebook.com/tiko.lagvilava.965