ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქარი გადაეცათ

 

 

 ხობის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა ტრადიციულად  საახალწლო საჩუქარი  მიიღეს.

  ტკბილეულის დარიგების პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა გაეცნენ.

  საახალწლო პაკეტი 1089 აღსაზრდელის ოჯახმა მიიღო.

  ხობის მუნიციპალიტეტში 25 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო ამ ეტაპზე ყველა საბავშვო ბაღი დროებით დაკეტილია. 2020 წელს პანდემიის პერიოდში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საკვები პროდუქტი ხუთჯერ, ხოლო სოციალურად დაუცველებს  კი დამატებით სამჯერ გადაეცათ.

  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღის პედაგოგებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ.