ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი გაბიონი მოეწყო.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მელიორაციამ განახორციელა.
პროექტის შესაბამისად გაბიონი 60 მეტრზე აშენდა.
აღნიშნულ მონაკვეთზე გზის ნაწილი იყო დაზიანებული, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებები უსაფრთხოდ ვერ გადაადგილდებოდნენ.
დასრულებული გაბიონი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს.
ახალსოფელში მიმდინარე წელს რეაბილიტირდა საბავშვო ბაღი, მიმდინარეობს გარე განათების მოწყობა.