ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მათე ტყემალაძე flex-ის ნახევარფინალისტი გახდა
„სკოლის დირექცია და ადმინისტრაცია ვულოცავთ მათე ტყემალაძესა და მის პადაგოგს ცირა ძაძუას ამ წარმატებას, ვუსურვებთ უფრო მეტ წარმატებას“,-ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის (14-16 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას, გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.