🇺🇳 გაეროს გლობალურ გამოკითხვაში UN 75 საქართველო აქტიურად არის ჩართული.
💥კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა/დიალოგი ახალგაზრდებთან შედგა.
👥შეხვედრას პირველი მაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ანა კვიკვინია და მაკა კობახიძე ესწრებოდა.
🇺🇳გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კომუნიკაციის სპეციალისტი ნინო ქაჯაია და ქალაქ ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე კაკავა.
🇺🇳წელს გაერო 75 წლის გახდა, საიუბილეო წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მსოფლიო მასშტაბის დიალოგი წამოიწყო. მსოფლიო კამპანიის მიზანია გლობალური მნიშვნელობის საკითხების კრიტიკული შეფასება და მრავალფეროვანი პერსპექტივებისა თუ შემოქმედებითი იდეების შეგროვება იმის შესახებ, თუ რისი გაკეთებაა საჭირო 2045 წლისთვის მოსალოდნელი რისკების და შესაძლებლობების გასაწერად.
🇬🇪საქართველო გლობალურ კამპანიას გზავნილით "წარმოსახვა ქმნის მომავალს“ შეუერთდება. საქართველოში UN75 კამპანიის პარტნიორია ყველაზე მსხვილი არაფორმალური განათლების პლატფორმა, კანტის აკადემია.
🌐 გაეროს კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმართება, სადაც ახალგაზრდებს უსასყიდლოდ შეუძლიათ ჩაერთონ.
#UN75
#UN75Dialogues
წყარო: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1438229516568246&id=100011436339899

