2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 7-ქალა რაგბში შარლოტ ქესლიკი, „ხობის საკვირაო სკოლას“ დაუმეგობრდა და ცენტრალური გათბობის სისტემის დასამონტაჟებლად 1000 დოლარი გამოუგზავნა.
დაუღალავი ენთუზიასტი
„ხობის საკვირაო სკოლა“, ჟურნალისტის, რაგბის დაუღალავი ენთუზიასტის და მოყვარული მორაგბის ლევან ჯობავას ინიციატივით, მისსავე საცხოვრებელ სახლში 2020 წლის ზაფხულს ამოქმედდა. მანამდე ჯობავას ინიციტივით რამდენიმე წარმატებული, სოციალური პროექტი განხორციელდა.
2015 წლიდან, ლევან ჯობავა მეგობრებთან ერთად მაღალმთიან სოფლებში დადიოდა და ადგილობრივ ახალგაზრდებს რაგბის ღირებულებებს აცნობდა. „ჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში“, „რაგბი აქაურობას“ და ომის ვეტერანი შვილებისთვის მოწყობილი შეკრებების შემდეგ, ლევანმა გადაწყვიტა, რომ ერთჯერადი აქტივობები საკმარისი არ იყო და „ხობის საკვირაო სკოლის“ იდეა გაჩნდა.
„უბრალო ადამიანების დახმარებით, რომლებიც იდეას უდგანან მხარში, ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა. ფინანსების არქონის გამო არცერთი ჩვენი პროექტი არ ჩავარდნილა. ასე იყო და არის „ხობის საკვირაო სკოლის“ შემთხვევაშიც, რომლის მიზანი რეგიონში გარემოს გაუმჯობესებაა. მეგობრების დახმარებით გავარემონტეთ სახლი, ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა – 7900 ლარი ერთ თვეში შეგროვდა, თუმცა ალექსი ჩიქოვანმა გვაჩუქა კომპიუტერები, რაგბის კავშირმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ლეპტოპი, მეგობრებმა პროექტორი და ეს თანხა სხვა მიმართულებით დაიხარჯა“ – გვიყვება ჯობავა.
„ხობის საკვირაო სკოლაში“ ბავშვები და მოზარდები ჩართულნი არიან სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში. მათთან შესახვედრად ჩადიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე წარმატებული ადამიანები და უზიარებენ გამოცდილებას, იმართება ტურნირები სხვადასხვა სპორტის სახეობებში.
აღსაღნიშნავია, რომ ლევან ჯობავას პროექტები – რაგბი მიგვაქვს მთაში და რაგბი აქაურობას – არც მსოფლიო რაგბს გამორჩენია და მის შესახებ, სარაგბო სამყაროს ქართულ რაგბზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმშიც უამბო.
ჯობავა და ქესლიკი
ლევანმა შარლოტ ქესლიკის თამაში პირველად 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისას ნახა:



