„შორს სკოლიდან ბინძური ხელები“ – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში საპროტესტო აქცია გაიმართა
ხობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სკოლის ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს და ამჯერად ასე მოითხოვეს სკოლის დირექტორის დაბრუნება.
მასწავლებლები აცხადებენ, რომ ეს პირველი, გამაფრთხილებელი აქციაა და პროტესტი გაგრძელდება, სანამ ყოფილ დირექტორს, კობა კვიკვინიას, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად არ დანიშნავენ.
რა ხდება?
ესტატე შუშანიას სახელობის პირველი მაისის საჯარო სკოლას 6 წლის განმავლობაში დირექტორობდა კობა კვიკვინია, რომელიც ამავე დროს მათემატიკის მასწავლებელია.
კობა კვიკვინია ერთ-ერთია იმ დირექტორთაგან, რომლებსაც 2020 წლის შემოდგომაზე უფლებამოსილება შეუჩერდათ. ოფიციალური მიზეზი უფლებამოსილების ვადის გასვლაა — მათ უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა
ვადის ამოწურვამდე, 9 ოქტომბერს, კვიკვინიამ განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაენიშნათ, თუმცა, უშედეგოდ.
საქმე ისაა, რომ, სკოლის განცხადებების თანახმად, რეგიონში დირექტორთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ იმავე შინაარსის მოთხოვნაზე — მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნაზე — დადებითი პასუხი მიიღო სამინისტროსგან.
„საინტერესოა, ხობის მუნიციპალიტეტის ყველა დირექტორის საკითხი თუ დადებითად გადაწყდა … რა დააშავა ასეთი, რომ მისი მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის ბრძანება იგვიანებს“? – წერია სამინისტროსთვის სკოლის სახელით ჯერ კიდევ ოქტომბერში გაგზავნილ განცხადებაში.
„რას ვეკითხებით, რას გვპასუხობენ?“
მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა 30 ნოემბერს სკოლის ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს ჟურნალისტების თანდასწრებით და სამინისტროს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, კობა კვიკვინია დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე დაინიშნოს.
სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი სალომე ჯოლოხავა „ნეტგაზეთთან“ სატელეფონო საუბრისას აკრიტიკებს სამინისტროს პასუხს მათ მიერ გაგზვნილ წერილზე:
„აგვიგდო განათლების სამინისტრომ, კანონების ენით გველაპარაკება. რაც მოგვწერეს, ისედაც ვიცოდით. ჩვენ ვითხოვთ, აღდგეს სამართლიანობა“, – გვითხრა მან.
ხობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სკოლის ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს და ამჯერად ასე მოითხოვეს სკოლის დირექტორის დაბრუნება.
მასწავლებლები აცხადებენ, რომ ეს პირველი, გამაფრთხილებელი აქციაა და პროტესტი გაგრძელდება, სანამ ყოფილ დირექტორს, კობა კვიკვინიას, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად არ დანიშნავენ.
რა ხდება?
ესტატე შუშანიას სახელობის პირველი მაისის საჯარო სკოლას 6 წლის განმავლობაში დირექტორობდა კობა კვიკვინია, რომელიც ამავე დროს მათემატიკის მასწავლებელია.
კობა კვიკვინია ერთ-ერთია იმ დირექტორთაგან, რომლებსაც 2020 წლის შემოდგომაზე უფლებამოსილება შეუჩერდათ. ოფიციალური მიზეზი უფლებამოსილების ვადის გასვლაა — მათ უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა ამოეწურათ.
ვადის ამოწურვამდე, 9 ოქტომბერს, კვიკვინიამ განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაენიშნათ, თუმცა, უშედეგოდ.
საქმე ისაა, რომ, სკოლის განცხადებების თანახმად, რეგიონში დირექტორთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ იმავე შინაარსის მოთხოვნაზე — მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნაზე — დადებითი პასუხი მიიღო სამინისტროსგან.
„საინტერესოა, ხობის მუნიციპალიტეტის ყველა დირექტორის საკითხი თუ დადებითად გადაწყდა … რა დააშავა ასეთი, რომ მისი მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის ბრძანება იგვიანებს“? – წერია სამინისტროსთვის სკოლის სახელით ჯერ კიდევ ოქტომბერში გაგზავნილ განცხადებაში.
„რას ვეკითხებით, რას გვპასუხობენ?“
მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა 30 ნოემბერს სკოლის ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს ჟურნალისტების თანდასწრებით და სამინისტროს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, კობა კვიკვინია დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე დაინიშნოს.
სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი სალომე ჯოლოხავა „ნეტგაზეთთან“ სატელეფონო საუბრისას აკრიტიკებს სამინისტროს პასუხს მათ მიერ გაგზვნილ წერილზე:
„აგვიგდო განათლების სამინისტრომ, კანონების ენით გველაპარაკება. რაც მოგვწერეს, ისედაც ვიცოდით. ჩვენ ვითხოვთ, აღდგეს სამართლიანობა“, – გვითხრა მან.
2020 წლის ოქტომბერში „ნეტგაზეთს“ სამინისტროდან მისწერეს, რომ „საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა“ და ეს ინფორმაცია „საჯარო სკოლის ყველა დირექტორისთვის კარგად არის ცნობილი“.
„სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა არცერთი დირექტორის გათავისუფლება. ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კატეგორიულად გამორიცხავს ამ პროცესში პოლიტიკური მოტივს“, – წერია სამინისტროს მიერ „ნეტგაზეთისთვის“ მიწოდებულ კომენტარში.
სალომე ჯოლოხავას თქმით, სამინისტროს მიერ სამი მასწავლებლისთვის გაგზავნილ წერილობითი პასუხიც მსგავსი შინაარსისაა, რაც არაა დამაკმაყოფილებელი.
„აუცილებელია გამჭვირვალობა“
პედაგოგი სალომე ჯოლოხავა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობდა, რომ აუცილებელია, გამჭვირვალე იყოს ის პროცესი, რის შემდეგაც სკოლის დირექტორს მოვალეობის შემსრულებლად საქმიანობის გაგრძელების საშუალება არ მიეცა.
პედაგოგები ითხოვდნენ, სამინისტროს ცხადად განემარტა, თუ კონკრეტულად რის გამო უთხეს კობა კვიკვინიას უარი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად საქმიანობის გაგრძელებაზე.
„გვითხრან კრიტერიუმები, რითაც კობა კვიკვინია დაიბლოკა. სხვები ხომ დანიშნეს? ჩვენს დირექტორს რომ დაუმთავრდა ვადა, სხვებს არ დაუმთავრდათ, ვინც შემდეგ მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა“? – ეუბნება ის „ნეტგაზეთს“.
„ეს პირველი საპროტესტო აქციაა. გაჩერებას არ ვაპირებთ“, – ამბობს იგი.
სამინისტრო „პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს“
რამდენიმე კვირის წინ, 16 სექტემბერს, განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს თბილისის მეათე სკოლის მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა და სკოლის დირექტორის, ბელა ხუბუტიას გათავისუფლება გააპროტესტეს.
მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ხუბუტიას ამოეწურა დირექტორობის ვადა, არჩევნების დანიშვნამდე ჰქონდა უფლება, დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლად დარჩენილიყო.
სამინისტროს პასუხი ამ შემთხვევაშიც მსგავსია — უწყებაში აცხადებენ, რომ ამ პროცესში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ. თუმცა „ნეტგაზეთს“ არ მიუღია პასუხი კითხვაზე, დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა პრინციპით შეირჩნენ ის დირექტორები, ვისაც მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაიკავეს.
ვრცლად ამ თემაზე:
პირდაპირი ჩართვა აქციიდან სკოლის ფეისბუქ გვერდზე