„ქალია, მაგრამ…” - განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკურის პროექტი

 


🟥სწორედ ამ სათაურით დაიბეჭდა სტატია გაზეთ “კომუნიზმის მშენებელში” მასზე.
🟥ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარია ციალა ჭითანავა.
🟥ციალა ჭითანავა1938 წლის 20 აგვისტოს დაიბადა, სოფელ თორსაში.
🟥1944 წელს თორსის სკოლაში შევიდა და დაამთავრა “რვაწლედი”, როგორც მაშინ ეძახდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ხეთის ტექნიკუში გააგრძელა, დასაქმდა თორსის კოლმეურნეობაში შემდეგ კი ზუგდიდის ბამბის საქსოვ ფაბრიკაში მუშაობდა.
🟥როგორც თვითონ აღნიშნავს, განათლება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უნდოდა ესწავლა და დამოუკიდებელი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, ქალბატონმა ციალამ სწავლა განაგრძო თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტზე, მისი პროფესიაა- ბიბლიოთეკა მცოდონე.
🟥სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა სოფელში და მუშაობდა ბიბლიოთეკაში,განთიადის პარტორგანიზაციის მდივნად და ასწავლიდა თორსის სკოლაში დაწყებით კლასებს.

🟥1982 წლიდან-1994 წლამდე თორსა-დღვაბის სახალხო დეპუტატთა სასოფლო-საბჭოს თავმჯდომარე იყო. იხსენებს, რომ მას არასდროს მიუმართავს განცხადებით სამსახურის თაობაზე ვინმესთვის,როგორც ამბობს ყველა თანამდებობაზე დანიშნული იყო.
🚗გეგმების შესრულების და სოფელში კარგი საქმეების განხორციელებისთვის საჩუქრად გადასცეს ავტომანქანა “მოსკვიჩი”
- 🚗“მანქანას რომ ვატარებდი ქუჩაში მხვდებოდნენ და მეუბნებოდნენ ქალი ატარებს ქალი ატარებსო, ეს მაშინ დიდი ამბავი იყო”
🎯მისი აზრით,ყველა ეპოქაში იყო და არის პრობლემები. იხსენებს,რომ: “მაშინ უმუშევარ ხალხს სახლში არ აჩერებდა კოლმეურნეობა, ყველა იძულებული იყო ემუშავა. ყველას გეგმა ჰქონდა შესასრულებელი”
🙌გაუხარდა რომ წლების მერე მისი ისტორია საინტერესოა ვინმესთვის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებისთვის, რადან საბჭოთა კავშირსა და კომუნიზმზე ახალგაზრდებს განსხვავებული წარმოდგენა აქვთ. თუმცა აღნიშნავს რომ, თუ მოინდომებ და იქნები შრომისმოყვარე,აუცილებლად მიაღწევ წარმატებას.🤝
🔥პროექტი ხორცილედება
Caucasian House კავკასიური სახლი
ს მხარდაჭერით