ქალი აგრომეტეოროლოგი - განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკურის პროექტი

 


ვაგრძელებთ საინტერესო ქალების ამბებს საბჭოთა წარსულიდან, გაიცანით ქალი #აგრომეტეოროლოგი ქალბატონი ლილი კვირტია ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულიდან.
🖊უხუცესმა ქალბატონმა საკუთარი ავტობიოგრაფია თვითონვე დაწერა,რომელსაც გთვაზობთ უცვლელად
🔖“მე, ლილი იაშას ასული კვირტია დავიბადე 1933 წლის 19 იანვარს,ხობის რაიონ სოფელ პირველ მაისში. მეზობლად მყავდა სტუდენტი გოგონები ბარათაშვილები, რომლებიც ხეთის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში სწავლობდნენ. სასწავლებლად,რომ მიდიოდნენ მკლავზე ჰქოდათ დაწყობილი წიგნები,სად იყო მაშინ ნაირ-ნაირი ჩანთები.მე მშურდა მათი,მეც მინდოდა სკოლაში მევლო და მესწავლა.
🔖6 წელი იანვარში მისრულდებოდა, ვტიროდი, მინდოდა სკოლაში სიარული. მაშინ ხეთაში იყო VII წლიანი სკოლა. მამაჩემი მოელაპარაკა ხეთის სკოლის დირექტორს,რომ დავესვი გაკვეთილზე. ბიძაჩემი ველოსიპედით მატარებდა სკოლაში. ვსწავლობდი ფრიადზე, პირველი კლასის სურათი ახლაც შემონახული მაქვს.
🔖VI კლასის დამთავრების სწავლა განვაგრძე პირველი მაისის X წლიან სკოლაში. სწავლის გაგრძელება მინდოდა და საბუთები შევიტანე ზუგდიდის სასწავლებელში. ბოლო გამოცდა იყო მათემატიკაში, დიდი იმედი მქონდა ჩარიცხვის… გავიგე ვინც ჩაიჭრა ის სტუდენტები ცალკე დაუბარებიათ და ხელახლა დააწერიენესო,უფროსს როცა ვუთხარი ეს რატომ გააკეთა მითხრა დამატებით სიაში ჩაგწერ და თუ კარგად ისწავლი ჩაგრიცხავო,მაგრამ მერე მე მისკენ არ გამიხედია... მე პატრონი არ მყავდა,თორემ ახლანდელი დრო ,რომ ყოფილიყო სამაგიეროს გადავუხდიდი.
🔖შეწუხებული ვიყავი და ვიჯექი სახლში.ბევრი კარგი ადამიანი მითანაგრძნობდა, მიშუამდგომლეს და მოვეწყვე ხეთის მეტეოროლოგიურ სადგურში დამკვირვებლად. გავიარე დამკვირვებლის ასამაღლებელი კურსები,რომლის შემდეგ შემეძლო მემუშავა მეტეორლოგიური სადგურის უფროსად,მაშინ არჩევანის წინაშე დამაყენეს და შემომთავაზეს ბორჯომი,საირმე ან გეგეჭკორი ამერჩია სამუშაოდ.მე გეგჭკორი ავირჩიე ჩემი დედულეთი იყო. გეგეჭკორში ყველა პატივს მცემდა და ვუყვარდით,მაგრამ 1953 წელს ჩემმა მომავალმა ქმარმა მომიტაცა და ისევ დაბრუნება მომიწია.
🔖ხეთიდან მეტეოროლოგიური სადგური გადაიტანეს თორსაში, იქ მოვეწყვე აგრომეტეოროლოგად. თორსაში არსებულ საცდელი ნაკვეთებზე გაშენებული იყო მანდარინი, ფორთოხალი, ჩაი,თხილი, სიმინდი და მათზე ხორციელდებოდა სხვადასხვა დაკვირვებები.

🔖მაშინ ჩამოდიოდა თბილისიდან დელეგაციები პატიაშვილი,შევარდნაძე, გეოგრაფიის ინსტიტუტის წარმომადგენლები და ლენინგრადის ობსერვატორიის თანამშრომლები.ისინი დაინტერესული იყვნენ კოლხეთის დაბლობით.
🔖მეტეოროლოგირი სადგურიდან ყოველ სამ საათში იგზავნებოდა დეპეშები სავარაუდო სტიქიური უბედურების შესახებ.იზომებოდა ნალექი, ქარი, ჭექა-ქუხილი. ჭექა-ქუხილის ღრუბელი,რომ გამოჩნდებოდა ცის თაღზე,მაშინათვე დეპეშებს ვუგზავნიდით აეროპორტებს, ქალაქებს -თბილისს, ქუთაისს, ბათუმსს,სოხუმს.
🔖კარგად მახსოვს , ნატო ვაჩნაძე,რომ დაიღუპა პროგნოზი დროულად იყო მიწოდებული თუ რომელ მხარეს იყო ელჭექის ღრუბელი,მაგრამ ქუთაისის აეროპორტმა არ მიიღო დასაფრენი ადგილი არ მაქვსო.
🔖მთელი რაიონი პატივს გვცემდა,ჩვენ რაც შეგვეძლო თავს არ ვზოგავდით და პირნათლად ვემსახურებოდით ქვეყანას.ზოგიერთი იკითხავს,რატომ არ ვიყავი სადგურის უფროსი? 1953 წელს ჩავაბრე გამოცდები ლენინგრადის ჰიდროლოგიურ ფაკულტეტზე ისე,რომ ოჯახმა არც იცოდა,თუმცა უბედრურება დამატყდა თავს შვილი გარდამეცვალა და ყველაფერს თავი დავანებე...დავჯერდი ჩემ სამსახურს...
🔖სამმართველომ დამაფასა,დამაჯილდოევეს ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწებობისთვის შრომის სიგელით,რომელიც თან ერთვის ჩემ ავტობიოგრაფიას.”
🎯პროექტი ხორცილედება
Caucasian House კავკასიური სახლი
ს მხარდაჭერით