ქარიატის სკოლის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა

 


🔹ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ფონდ ,,ქართუსდაფინანსებით, სკოლის სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა.

🔹პროექტის ღირებულება 80 000 ლარი შეადგინა.

🔹სკოლის სახურავი ამორტიზირებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა.

🔹რეაბილიტირებული ობიექტი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა დაათვალიერეს.

🔹წელს ქარიატის საჯარო სკოლაში ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხით მოეწყო სველი წერტილები.