
ჩვენ ვეცადეთ კიდევ უფრო მეტად დავხვეწილიყავით და მეტად სასურველი გავმხდარიყავით მკითხველისთვის. მოკლე დროში შევძელით მეტი მრავალფეროვნება, სიახლე და აკადემიურობა შეგვეძინა ჟურნალისთვის, რასაც მკითხველი საკუთარი თვალითაც იხილავს.

ამ ნომერში გაეცნობით:

ნათია გახარიას უაღრესად საინტერესო ნაშრომს მიწისა და წყლის ლექსიკის შესახებ მეგრულ და ლაზურ ენებში

ლაზი მწერლის, სინან ბადიშის ჩანახატს ექსკლუზიურად ჩვენი ჟურნალისთვის

ბესა ქირიას მდიდარ და საინტერესო ეთნოგრაფიულ სალექსიკონე მასალებს

გიგა ქავთარაძეს ისტორიულ მიმოხილვას ბარბარე დანელიას ბიოგრაფიის შესახებ

გოგიტა ჩიტაიას ეთნოგრაფიულ დაკვირვებას სოფელ ბიაში არსებულ „მალანურობის“ დღესასწაულზე

გიორგი გახარიას მიმოხილვას მეგრული ვაზის ჯიშების შესახებ

ექსკლუზიურ ინტერვიუს მეგრული ჯაზის სულისჩამდგმელთან, თეონა მოსიასთან

გიორგი ხულორდავას, კოტე ნაჭყებიას ლექსებს, ბაკურ ხუბულავას სადებიუტო მოთხრობას, რიუნოსკე აკუტაგავას მეგრულ თარგმანს და სხვა უამრავ საინტერესო მასალას!

ასე, რომ იჩქარეთ - ჟურნალი უკვე მაღაზიებშია და თქვენ გელოდებათ.

ჟურნალის იყიდება შემდეგ მისამართებზე:

ქ. ზუგდიდი - საკანცელარიო მაღაზია „პილოტი“, რუსთაველის 92 [კორსო იტალიასა და სპარის გვერდზე]

ქ. ხობი - პრესის ჯიხური. სტალინის 2.

ქ. ჩხოროწყუ - პრესის ჯიხური. აღმაშენებლის 50 [მერიის გვერდზე]

ქ. მარტვილი - 1. წიგნის მაღაზია „ინტელექტი“, რუსთაველის 10, და 2. პრესის ჯიხური. აკ. წერეთლის 2.

ქ. წალენჯიხა - პრესის მაღაზია. გამსახურდიას 2, მეორე სართული [ჭადრაკის სახლის წინ, კრედო ბანკისა და სქართველოს ფოსტის შუაში].

ქ. აბაშა - წიგნისა და საკანცელარიო მაღაზია, თავისუფლების 65 [ცენტრალური ბიბლიოთეკის მოპირდაპირედ]

ქ. ფოთი - პრესის ჯიხური, სამეგრელოს მოედანი [საკოლმეურნეო ბაზრის შესასვლელთან]

თბილისი - მაღაზია „შაქრო ბაბუა“, მისამართზე: ჭავჭავაძის გამზირი 17ბ, შესასვლელი ქუჩის მხრიდან, თაღში. ამ მაღაზიაში შეძლებთ ასევე ჟურნალის გამოწერას თქვენთვის სასურველ მისამართზე.
ტელეფონის ნომერი: 0322 47 55 35
თან ვურთავთ ჟურნალის გაყიდვების გეოგრაფიის რუკას.
ფასი: 5 ₾.

ჩქი თქვანწკუმა ვორეთ!
