ხობის “კოლხეთის” 15 ფეხბურთელს, მათ შორის ადმინიატრაციას COVID 19 დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტოს ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

 ცნობილი ხდება, რომ ფეხბურთელები მკურნალობის კურსს საკუთარ სახლებში გადიან და არც ერთს არ აღენიშნება ჯანმრთელობის გაუარესება.
ცნობისთვის, დღეს სამეგრელო -ზემო სვანეთის მხარეში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

https://stv.ge/%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-15-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%94/


ხობის "კოლხეთის" 15 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა


ხობის "კოლხეთის" 15 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერს" ააიპ "ხობის კოლხეთის" ხელმძღვანელმა ბეჟან ბერაიამ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, PCR ტესტის პასუხს ელოდება კიდევ ხუთი ფეხბურთელი.

როგორც ბერაია ამბობს, ბოლო მატჩი ფეხბურთელებმა სამი დღის წინ გორში ითამაშეს, ამ ეტაპზე კი, ფაქტობრივად, გუნდი ინფიცირებულთა რაოდენობის გამო უმოქმედოდაა დარჩენილი, რის გამოც "კოლხეთი" ფედერაციად თამაშების გადადების თხოვნით მიმართავს.  

https://rustavi2.ge/ka/news/182477?fbclid=IwAR2ZYUeAJUDruniE-Az7xE34GAk6rlaz9Ob8Wmx8tnymZ7_YJCp8LBwqX5k

ხობის „კოლხეთის” 15 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა


ხობის „კოლხეთის” 15 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ააიპ „ხობის კოლხეთის” ხელმძღვანელობის განცხადებით, ფეხბურთელები კარანტინში იმყოფებიან.

გუნდმა ბოლო მატჩი სამი დღის წინ გორში გამართა. ამ ეტაპზე კი გუნდი ინფიცირებულთა რაოდენობის გამო უმოქმედოდაა დარჩენილი. „კოლხეთმა” ფეხბურთის ფედერაციას თამაშების გადადების თხოვნით მიმართა.

დღეს, კოვიდტესტზე პასუხს „კოლხეთის" კიდევ ხუთი ფეხბურთელი ელოდება. გუნდის დანარჩენი წევრები და მწრთვნელები იზოლაციაში არიან გადასული.

საქართველოში კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 539 პაციენტი.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 71 468-მდე. ბოლო 24 საათში. 37 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

https://imedinews.ge/ge/covid19/172945/khobis-kolkhetis-15-pekhburtels-koronavirusi-daudasturda?fbclid=IwAR2Ym_kQ8Tea7KekT8yBqW2Z9s9V-A-ggBdpzbhs1dEZOWIslgZGLYcIoEQ