ხობის ცენტრალური პარკისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის მეორე ეტაპი დასრულდა.
დღეს ქალაქ ხობის ცენტრალური პარკის ტერიტორიის გამწვანების მიზნით ახალგაზრდებთან ერთად ნერგების დარგვის პროცესში საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია და მერი გოჩა ქაჯაია ჩაერთნენ. პარკში სულ 22 სახეობის 113 ძირი ნერგი დაირგვება.
პირველ და მეორე ეტაპზე, პროექტის შესაბამისად, მოეწყო საფეხმავლო ზოლები, ფილები, დეკორატიული სკამები, შადრევნები, დეკორატიული სკამები, სანათები. სპორტული და საბავშო მოედნები და გასართობი სივრცეები.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა და პირვანდელი სახე დაუბრუნდა მთავარ მოედანზე არსებულ ზურაბ წერეთლის სკულპტურულ მონუმენტს „სიცოცხლის ხე“, სადაც განთავსდა ახალი შადრევანი. ასევე მოეწყო მოცეკვავე ფერადი შადრევანი ხობის პარკის ტერიტორიაზე. პარკიც და მოედანიც შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებულია. დაგებულია ტაქტილური ფილები (უსინათლოთათვის) ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკის მიმდებარე შენობას.
პროექტისთვის სულ, ორივე ეტაპზე, 2 387 781 ლარის სამუშაოები ჩატარდა. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.