ქალაქ ხობის, გურიფულის, პირველი ხორგის და შუა ხორგის დამაკავშირებელი 10 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

 


🔹ხობის მუნიციპალიტეტში შუა ხორგისა და ქალაქ ხობის დამაკავშირებელი 10- კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

🔹პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

🔹გზის შეკეთების პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და  მერის მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ.

🔹გზის კეთილმოწყობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ 983 ათას ლარამდე დაიხარჯება და მოსახლეობას კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

🔹სამშენებლო სამუშაოებს შპს „New Road” აწარმოებს.