საჯიჯაოს კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 


ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ü  პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 130 000 ლარამდეა, შპს ,,მშენებელი 2017“  ახორციელებს.

ü  კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.

ü  პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ü  სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

ü  კულტურის სახლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კულტურულ-გასართობი ღონისძიებები და შემოქმედებითი წრეების მუშაობა კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.

ü  ხობის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხობის საკათალიკოსო სასახლეს, ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს, ხობის კულტურის სახლს და ზემო ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას.