🔹ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი გაბიონი შენდება.
🔹ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს.
🔹პროექტის შესაბამისად 60 მეტრზე მოეწყობა გაბიონი.
🔹აღნიშნულ მონაკვეთზე გზის ნაწილი დაზიანებული იყო, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებები უსაფრთხოდ ვერ გადაადგილდებოდნენ.
🔹გაბიონის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია გაეცნენ.
🔹სამუშაოების დასრულების შემდეგ მოქალაქეებს უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ.