ქალაქ ხობში დათა ხურცილავას სახელობის მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

✓ქალაქ ხობში დათა ხურცილავას სახელობის მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
✓სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 28 882 ლარია, შპს ,,სამოქალაქო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.
✓სტადიონის რეაბილიტაციის პროცესი ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ დაათვალიერა.
✓პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
✓ წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხეთის სტადიონს, გურიფულში მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა, ასევე რეაბილიტირდა შავღელეს, ხამისკურის და ყულევის სპორტული მოედნები.