ხობში ფუნქციონირებას იწყებს ცხოველის, ფრინველის, თევზის და ლოკოკინის კომბინირებული საკვების საწარმო (ვიდეო)

 


✔️
ხობში ფუნქციონირებას იწყებს ცხოველის, ფრინველის, თევზის და ლოკოკინის კომბინირებული საკვების საწარმო, რომელიც საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ,,ქარვას“ ერთ-ერთი პროექტია.
✔️
კომბინირებული საკვების საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 8 მილიონ ლარს შეადგენს
✔️
პროექტი ხორციელდება პარტნიორების პირადი კაპიტალით, საპარტნიორო ფონდის, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში", ბანკი ქართუსა და ბაზისბანკის ჩართულობით.
✔️
საწარმო 1 საათში 3.5 ტ კომბინირებული მზა საკვების გამოშვებას შეძლებს.
✔️
დასაქმდება 50-მდე ადგილობრივი.
✔️
ახალი საწარმო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, კომპანია - ,,ჯეოვეტი"-ს მფლობელმა მამუკა ცეცხლაძემ, ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ, ,,მედიკავედ ჯორჯია"-ს მფლობელმა რეზო ლელაძემ, ბიზნესმენმა გოდერძი ბუკიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს.
✔️
კომპანია იმუშავებს საქართველოს ბაზარზე.
✔️
პროდუქტის რეალიზაციას კომპანია "ჯეოვეტი" განახორციელებს
✔️
,,ქარვა" პირველად საქართველოში ,,ნადი ჯგუფთან" ერთად ექსკლუზიურად იწყებს ლოკოკინის საკვების წარმოებას
✔️
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის – „სახელმწიფო – შენი პარტნიორის“ ფარგლებში, ყველას, ვისაც სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, სახელმწიფო პროგრამებზე ინფორმაცია შეუძლია მიიღოს უკვე ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი –