კორონავირუსით 87 წლის ხობელი ქალი დღეს დილით გარდაიცვალა



  • სამეგრელოდან კოვიდინფექციით უკვე მესამე პაციენტი გარდაიცვალა. 87 წლის ქალი ხობის მუნიციპალიტეტიდან, რომელიც ბოლო 3 წელიწადია ხობში არ ცხოვრობდა დღეს დილით მცხეთის ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში გარდაიცვალა. მას კორონავირუსთან ერთად თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 158-მდე გაიზარდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გარდაცვლილებიდან თბილისში 7 დაიღუპა, ბათუმში 4, ქუთაისში 2, გორში 1, ხოლო მცხეთაში 1 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 19857 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 

https://stv.ge/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%97-87-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94/