17 ოქტომბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა 7x7-ზე საფეხბურთო ტურნირი - MASTER LEAGUE-ს ფინალური მატჩი, რომელშიც ხობის „კოლხეთმა“ გაიმარჯვა. ფინალში „კოლხეთსა“ და „გურიფულს“ შორის მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა, რის შემდეგ 8 მეტრიანი საპენალტო დარტყმების სერია დაინიშნა და ხობის „კოლხეთმა“ რეგიონალურ ტურნირში საგზური მოიპოვა.
მატჩის არბიტრი კალისტრატე (გელა) ხურცილავა.
თამაშს აღნიშნული ლიგის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფედერაციისა და ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.