ფოთისა და ხობის ეპარქიის წმიდა ცოტნე აღმსარებლის სახელობის სულიერ-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა საეპარქიო კრება
2020 წლის 22 სექტემბერს ფოთისა და ხობის ეპარქიის წმიდა ცოტნე აღმსარებლის სახელობის სულიერ-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა საეპარქიო კრება სამრევლოებისა და მონასტრების წინამძღვართა მონაწილეობით.
კრების დაწყების წინ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარში აღვლენილ იქნა სავედრებელი ლოცვა წმიდათა და მართალთა იოაკიმეს და ანას მიმართ.
კრებაზე საუბარი შეეხო არაერთ აქტუალურ თემას; მათ შორის:
- ეკლესიის მიმართ განვითარებულ მოვლენებს;
- სამღვდელოებისა და მრევლის ურთიერთობის საკითხებს;
- COVID 19 პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს, რამაც მრავალი სირთულე გამოიწვია და მძიმე ამოცანების წინაშე დააყენა მთელი საზოგადოება;
- სამრევლოებში არსებულ მდგომარეობას;
- მიმდინარე პოლიტიკური/პარტიული ღონისძიებებისა და ეკლესიის ურთიერთმიმართების საკითხებს.