1993 წელს, საჭადრაკო გუნდი ხობის „კოლხეთი“ საქართველოს საკლუბო პირველობის გამარჯვებული გახდა. ამ გამარჯვებით „კოლხეთმა“ ევროპის ჩემპიონთა თასის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა, ოსტატობის კანდიდატმა, ხობელმა ზურაბ ტყებუჩავამ 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა.
ხობის „კოლხეთი“ შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა : ზურაბ ტყებუჩავა, გენადი ზაიჩიკი, ლაშა ჯანჯღავა, ევგენი სოროჟენკინი, ალექსანდრე დგებუაძე, ლაშა შამათავა, რომან სიჭინავა, რამაზ ტყებუჩავა.
კლუბის ხელმძღვანელი და მწვრთნელი მამუკა გეთია.
წყარო: სპორტული გაზეთი "ლელო", N79, 1993 წელი.