ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში
შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზა წლების განმავლობაში ამორტიზირებული
იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.
გზის რეაბილიტაციის შესახებ ინიციატივით
ადგილობრივმა მოსახლეობმა მერიას მომართა.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება
და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 955 974 ათას ლარს შეადგენს.
პროექტის შესაბამისად დაიგება
ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და აშენდება გაბიონი.
გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის
მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების
შემდეგ მოსახლეობას კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა
ექნება.
2013 წლიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტში 100 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.