ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებისთვის კორონავირუსის პრევენციის შესახებ ტრენინგი გაიმართა

 


ხობის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებისთვის კორონავირუსის პრევენციის შესახებ ტრენინგი  გაიმართა.

ტრენინგის მონაწილეებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID -19) დაკავშირებით, დადგენილი სავალდებულო რეგულაციების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებებზე დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ჯუმბერ ტურავამ და ()იპ ,,ხობის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებისდირექტორმა ეკა ხასიამ.

ტრენინგის მიზანია საბავშვო ბაღებში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების წარმომადგენლებმა  შეძლონ უსაფრთო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ რეკომენდაციების დაცვა.

სადეზინფექციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყებამდე ჩატარდება.

ხობის მუნიციპალიტეტის 25-ივე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცეის დაწყება პირველ ოქტომბერს იგეგმება.

ახალ სასწავლო წელს  ძველი ხიბულაში  აღსაზრდელები ახალი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღში  შეხვდებიან, რომელიც ფონდიქართუსდაფინანსებით აშენდა.

ამ ეტაპზე ხობის მუნიციპალიტეტში 13 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

იგეგმება პირველი ხორგის საბავშვო ბაღის მშენებლობა.