ქვემო ქვალონში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება
პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა-წიგნსაცავი, ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული ზოლი.
პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4.9 მილიონ ლარს შეადგენს.