მართლმადიდებელი ეკლესია 30 სექტემბერს წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ
ერთეულში
მდებარე
წმინდა
სოფიოს
სახელობის
ტაძარში, საზეიმო
ლოცვა
ფოთისა
და
ხობის
მიტროპილოტმა
გრიგოლმა
ეპარქიის
სამღვდელოებასთან
ერთად
აღავლინა.
მეუფე
გაეცნო
ტაძრის
მდგომარეობას
და სამომავლო
გეგმებზე
ისაუბრა.
როგორც მკვლევარი გოგიტა ჩიტაია ამბობს ტაძარი ძველი ნაეკლესიარის ადგილას მე17-საუკუნის
დამდეგს
აუგიათ.
ტაძრის
ეზოში
შემორჩენილია
ძველი
ტაძრის
ჩუქურთმიანი
ლოდები.
რომელიც
მე-11-მე-12 საუკუნეების
ჩუქურთმების
მსგავსია.
ტაძრის
ქვეშ
გამოქვაბულია,
ეზო
შემოზღუდულია
გალავნით. ამჟამად ტაძარი ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს სასწრაფო
რეაბილიტაციას.
აღნიშნული
დღესასწაული
უძრავ
დღესასწაულებს
შორისაა
და
ტრადიუციულად
30 სექტემბერს
აღინიშნება.
წმინდა სოფიო იტალიაში ცხოვრობდა. იგი ადრე დაქვრივდა. ქრისტიანი დედა თავის სამ ასულს: პისტს (რწმენა), ელპიდსა (სასოება) და აღაპს (სიყვარული) ქრისტიანული რწმენით ზრდიდა.
წმინდა
სოფია
და
მისი
ქალიშვილები
არ
მალავდნენ,
რომ
ქრისტიანები
იყვნენ,
რის
გამოც
ისინი
იმპერატორ
ადრიანესთან
დაასმინეს.
იმპერატორის
ბრძანებით
წმინდანები
რომში
ჩაიყვანეს.
თავიდან
მეფე
ცდილობდა,
ლიქნით
გადაებირებინა
ქალწულნი,
მაგრამ
ვერაფერს
გახდა.
მაშინ
საშინლად
აწამა
ისინი.
წმინდა
სოფიოს
უფრო
მკაცრი
განაჩენი
გამოუტანა
იმპერატორმა.
მას
აიძულებდნენ,
ეყურებინა,
როგორ
აწამებდნენ
მის
შვილებს.
საბოლოოდ,
ქალწულებს
თავები
მოჰკვეთეს
და
დედას
უბრძანეს,
თავად
დაემარხა
მათი
სხეულები.
წმინდა
სოფიომ
შეაგროვა
შვილების
ნაწამები
სხეულები
და
ქალაქის
გარეთ
დაკრძალა.
ის
სამი
დღის
განმავლობაში
არ
მოშორებია
მათ
საფლავს.
მესამე
დღეს
კი
თავადაც
აღესრულა.
მორწმუნეებმა
წმინდა
სოფიო
ქალიშვილების
გვერდით
დაასაფლავეს.
წმინდა
მოწამეთა
წმინდა
ნაწილები
777 წლიდან
ელზასში,
ეშოს
ეკლესიაში
განისვენებს.
ავტორი: ირინა ფილიპია