ჭალადიდში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 


✔„ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში „სოფლის მხარდაჭერი სპროგრამით“ სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

✔პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 15340 ლარს შეადგენს.

✔პროექტის დასრულების შემდეგ გაიზრდება არხების გამტარიანობა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დატბორვისგან იქნება დაცული.

✔წელს, ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში, 784 ათასი ლარის ღირებულების 51 პროექტი განხორციელდება.