ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება


 29.08.2020 დღეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში ხობის „კოლხეთი-2“-ის ახალგაზრდა ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება დასრულდა ფეხბურთში. ტურნირში რეგიონის 6 გუნდი მონაწილეობდა, ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხობის კოლხეთი და ნუტის მეგობრები დაუპირისპირდნენ. სადც გამარჯვება 4:2 გუნდმა "ნუტის მეგობრები" მოიპოვა და შესაბამისად ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის მფლობელი გახდა. სპორტული ღონისძიების დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ლატარია, ნუტის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოწვეული სტუმრები. სპორტული ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლიმპიური კომიტეტიტის მხარდაჭერით გაიმართა.

წყარო: https://www.facebook.com/pg/SamegreloOlympicCommittee/photos/?tab=album&album_id=2432287567071144&__xts__%5B0%5D=68.ARCYINyftxiZGk13Xqrs870SqO2MElGrqS7-Bu5BSBgQSxq2rooLOjOnWMjeSsDBh7906AzGRBAnWJELBTDd983cH07qQ5oaSUKx8bhFKcqrp5IwTPbRL64oc04AaDav1Eu7A-GxSY9nqUxaL114kV7TR-U3Nj0gYKxXia9l3-ieeeAddYsHcmuW58Qbn5_TB85U6t3yRnbiFrWL1F3JWl3RWI-v8Sm18basVSm2C2UFcvPjEIyf4nzbk0cxk18JA6oiBTpqaL4rrrNYiwcxAF1sHDOcRAyaKe33_JYZKTaNtLzaHvjM34tZDnwef4zA&__tn__=-UCH-R