მერის მოადგილე სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

 


✔ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა  მიმდინარეობს.

✔სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და საკრებულოს წევრი ფრიდონ შონია გაეცნენ.

✔ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე იქნება ადაპტირებული.

✔პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 46 389 ლარს შეადგენს.

✔სამშენებლო სამუშაოებს შპს „ჯორჯიან კონსტრაქშენ კომპანი“ აწარმოებს.