ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბაძაღუოს უბანში სამეწარმეო ახალგაზრდული ცენტრი ,,ნიკოს ეზო“ (Niko’s space) გაიხსნა.
აღნიშნული ცენტრი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრები და სტუმრად ჩამოსული ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ და კულტურულ აქტივობებში. ახალგაზრდული ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების უნარ-ჩვევების ამაღლებაა. ცენტრი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს დაგეგმონ და სწორად მართონ თავისუფალი დროის ნაწილი, არაფორმალური განათლება მიიღონ სხვადასხვა სფეროში.
,,ნიკოს ეზო“-ს დამფუძნებელია ნიკოლოზ ბაძაღუა, რომელმაც
ახალგაზრდული ცენტრი
ბაბუის, ღვაწლმოსილი პედაგოგის
ნიკოლოზ ბაძაღუას სახლში გახსნა.
ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია და ამავე სამსახურის კულტურის, განათლებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი
ნინო სიჭინავა ესწრებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელს და ახალგაზრდებს თანადგომას დაჰპირდნენ და წარმატებები უსურვეს.