ინტერვიუ ხობელ, ახალგაზრდა მეზღვაურთან...


 მიუხედავად იმისარომ ყველა პროფესია შრომას და სიყვარულს საჭიროებსმეზღვაურობაგანსაკუთრებულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

    არა აქვს მნიშვნელობათქვენ კაპიტანი ხართმექანიკოსი თუ მოტორისტიგემზე ყველა საქმე და გადაწყვეტილება ერთნაირად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

   მინდა გაგაცნოთ ხობელი ახალგაზრდა მეზღვაურირომელიც თვეობით გემზეა. 29 წლის გიორგი ბუკია  ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დაიბადადაამთავრა პირველი მაისის საჯარო სკოლასწავლა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში  გემთწამყვანობის ფაკულტეტზე  განაგრძოსწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობს გემზემოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში და მიწაზე უფრო ნაკლებ დროს ატარებს, ვიდრე ზღვაში.

-         მოგესალმებით გიორგი, რატომ აირჩიე მეზღვაურის პროფესიარა მოგწონდა მასში?

    მოგესალმებით,  მომწონს მოგზაურობა მსოფლიოს მასშტაბითსხვადასხვა ქვეყნების ღირშესანიშნაობების დათვალიერებაკულინარიატრადიცია მხიბლავდა უკიდეგანო ოკეანეში ცურვა,  ჩემი პროფესია კი მაძლევს ამის საშუალებასსევე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების გამომოგეხსენებათრომ ჩემი პროფესია მაღალანაზღაურებადია.

 -  გაიხსენე პირველი გასვლა ზღვაშიროგორი შეგრძნებააროგორ მიგიღო ზღვამ?

    პირველი  ზღვაში გასვლა გამიჭირდაგანსაკუთრებით მაშინროდესაც პორტიდან გამოვედით და რამოდენიმე დღე ხმელეთი არ გვინახავსსაოცარი შეგრძნებაათითქოს ფეხი გემზე ხელახლა ავიდგი.    თავიდანრა თქმა უნდაძნელი იყო,  რადგან მენატრებოდა მშობლებიძმამეგობრები და ახლობლები.

    საბედნიეროდ მალე შევეჩვიერადგან ეს პროფესია ჩემს სულში ზის და მომწონს. ( როგორც იცითფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მუშაობენ გემზემაგრამ ეგ პროფესია თუ არ მოგწონს და ვერ ჩასწვდები მის აზრსმაშინ რთულიარადგან ფსიქოლოგიურად ვერ გაძლებ ზღვაშიამით განსხვავდება სამუშაო ზღვასა და ხმელეთს შორის.

  -  როგორია მეზღვაურის ყოველდღიურობა?

   ...როგორც ოჯახში…  ერთად ვხვდებით მზის ჩასვლა-ამოსვლასთვეების განმავლობაში განაგრძობ ყოველდღიურ ცხოვრებას ეკიპაჟის წევრებთან ერთადრთულია სხვა ურთიერთობა ჩამოყალიბდესგარდა მსგავსად ოჯახისა.

-          რა არის შენი მოტივაცია ზღვაში და ხმელეთზე?

    როგორც დასაწყისში აღვნიშნესიყვარული პროფესიის მიმართფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება.

-          შენი პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე რას გვეტყოდირა სირთულეებთან არის დაკავშირებული?

   დადებითი ის არისრომ ეცნობი და უფასოდ მოგზაურობ უამრავ ქვეყანაში(ნამყოფი ვარ 40-მდე ქვეყანაში და 60-მდე ქალაქში კარგი ანაზღაურება და უამრავ საინტერესო ადამიანთან შეხვედრა.

    ყველა პროფესიას ახლავს სირთულემით უმეტეს მეზღვაურობასუარყოფითი მხარე ის აქვსრომ ოჯახსახლობლებსმოწყვეტილი ხარ თვეობით…  შტორმინისლიჩაკეტილი სივრცეგემის მწყობრიდან გამოსვლა შუა ზღვაში და .

-          აქვს თუ არა მეზღვაურს შეცდომის დაშვების უფლება?

  მეზღვაურს არა აქვს შეცდომის დაშვების უფლება, ეს შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდესგემზე თითოეულ ეკიპაჟის წევრს ერთმანეთის იმედი აქვს.


-          როგორ და რამდენი ხნით გიწევს ზღვაში გასვლა?

   ზღვაში ყოფნა მინიმუმ 6 თვით მიწევს… გემზე იმდენი საქმეახანდახან თვე ისე მალე გადის,  ვერც ვიგებთ.

-          არ გიჭირს დიდი ხნით ზღვაში ყოფნა?

   უკვე არ მიჭირსრადგან ზღვამ შეჩვევა იცისშესაბამისად მეც შევეჩვიე... როცა ზღვაში ხარემოციები გვერდით უნდა გადადო და ცივი გონებით უნდა იმოქმედო.

-         გაიხსენე საინტერესო ისტორიარომელიც გემზე ცხოვრებისას გადაგხდა...

   საინტერესოს ვერ დავარქმევმაგრამ დაუვიწყარი რამრაც გემზე გადამხდაგემი ჩაიძირა ჩემი გემზე ყოფნის დროსღმერთს მადლობაყველანი უვნებელი გადავრჩით

  -  რა გენატრება ყველაზე მეტად ზღვაში ყოფნისას?

  ოჯახის წევრებიჩემი კუთხე (ხობი), სადაც დავიბადე და გავიზარდე... როცა ჩამოვდივარ,  ვცდილობ დიდი დრო ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატარო და ამით მათი მონატრება ავინაზღაურო.

   - როგორია მშობლების დამოკიდებულება შენი პროფესიის მიმართ?

 - არც ისეთი სახარბიელოა მშობლებისთვისრადგან ოჯახისგან შორს ხარ და იციან რომ, დიდ რისკს მოიცავს ჩემი პროფესია.



  -  რა როლი ითამაშა თქვენმა პროფესიამ  მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე?

  - რათქმაუნდა დიდი როლი ითამაშა ჩემმა პროფესიამ ჩემს მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზესხვა თვალით დამანახა ხმელეთის ცხოვრება… საზოგადოებისთვის სასარგებლო ელემენტის პოვნა ყველა პროფესიის წარმომადგენელში შეიძლება

   -  რა არის შენი მიზანიოცნება?

 -  მსურს გავხდე გემის კაპიტანი... )

 - რას ურჩევდით ახალგაზრდებს ვისაც სურს მეზღვაურის პროფესიას დაეუფლონ?

  -  სანამ საზღვაო პრაქტიკას დაეუფლებიანკარგად შეისწავლონ თეორიული ნაწილიღმერთმა ყველა დაიფაროს უბედური შემთხვევისგან, მაგრამ ზღვაში ეს ყოველ წუთს მოსალოდნელია და მზად უნდა იყვნენძირფესვიანი ცოდნით ადვილად შეძლებენ კრიტიკულ სიტუაციაში (გემის ჩაძირვააფეთქებაშეჯახება და ), სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებასრადგან გადაარჩინონ პირველ რიგში ეკიპაჟის წევრები და შემდეგ შეძლებისდაგვარად გემიც.

   - ვიცი რომ ხობზე და ხობელებზე ძალიან ხარ შეყვარებული, რას ეტყოდი მკითხველს?

   - ხობი და ხობელები ძალიან მიყვარსვუსურვებ ყველას  ჯანმრთელობას და დასახული მიზნების ასრულებას... საქართველოს ვუსურვებ სიმშვიდესმინდახალხმა ამოისუნთქოსშინაგანი სიმშვიდე მოგვეპოვებინოს და  ყოველმა ჩვენგანმა გაითავისოსრომ ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია და ერთგულებაა.

    ...მართალია ადვილი არაამაგრამ არაფერია შეუძლებელმთავარია მონდომება და შრომა დასახული მიზნის მისაღწევად...  

ავტორი ჟურნალისტი ირინა ფილიპია

წყარო: https://irinka888.blogspot.com/2020/08/blog-post.html?spref=fb&fbclid=IwAR35306gRA6WG1RwAc-dmzys1_xCepEAYqM3RNKjS_cASCRsfbk2WHSls54