სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა კომპანია „გლობალ რისაიქლინგის” დირექტორს ჯეიმს ჰონგს შეხვდნენ. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომპანია „გლობალ რისაიქლინგი“ ხობის მუნიციპალიტეტში პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოს განავითარებს. პროექტის ფარგლებში 50 მლნ ლარის ჩინური ინვესტიცია განხორციელდება და 400 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. პირველ ეტაპზე, ინვესტორი 50 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო მომავალში ხობში დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს პროექტის უსაფრთხოებაზე, ადგილობრივების დასაქმებასა თუ, ანაზღაურებაზე და გენდერულ თანასწორობაზე. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.