ზემო აღნიშნულ
პროექტთან დაკავშირებით ,,ნიკოს ეზოს“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ბაძაღუა, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს მახარე ჩოკორაიას
და მერიის კულტურის, განათლებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსს ნინო სიჭინავას შეხვდა, მათ პროექტი გააცნო და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
როგორც დამფუძნებელი
აცხადებს, ახალგაზრდული ცენტრი ,,ნიკოს ეზო”, მუნიციპალიტეტის
მკვიდრ ახალგაზრდებს დაეხმარება შემდეგი მიმართულებებით: „ისწავლიან პროექტების წერას, ექნებათ უფასო ინტერნეტი და სამეწარმეო ლიტერატურა, ჩაუტარდებათ დარგის სპეციალისტების ტრენინგები, ექნებათ ბიზნეს აქსელერატორი startup factory (ტექნოპარკის ყოფილი დირექტორის) სამეწარმეო გეგმაზე უფასო წვდომა,
შეძლებენ სოფლის მეურნეობის კულტურების ტენდენციების განსაზღვრას. ასევე ხელს შეუწყობს მათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში“.
შეძლებენ სოფლის მეურნეობის კულტურების ტენდენციების განსაზღვრას. ასევე ხელს შეუწყობს მათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში“.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდა მეწარმეს თანადგომა გამოუცხადეს და წარმატებები უსურვეს.