ხობის მონასტერი - სამეგრელო XIX საუკუნის მეორე ნახევარი

ხობის ეკლესია


ილუსტრაცია გერმანელი ეთნოგრაფის ჰერმან როსკოშნის (Hermann Roskoschny) წიგნიდან „აზიური რუსეთი“ (Das asiatische Rußland). გამოცემულია 1884 წელს ლაიფციგში. წიგნი ინახება ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის (CSEM) არქივში.

ილუსტრაცია გადმობეჭდილია კარლა სერენას სტატიიდან სამეგრელოს შესახებ. გამოქვეყნდა ყოველთვიურ ფრანგულ ჟურნალში „მსოფლიოს გარშემო“ (Le Tour du Monde). პარიზი, 1881

https://www.flickr.com/photos/csem_archives/48710282481?fbclid=IwAR0bgdRUGCdj-aGU3cJGdegppZP-xXe3yfHBN1erP05wkPNNhr389npIr4E


კავკასიის რუკა Karte vom Kaukasus
დაბეჭდილია გერმანიაში, 1847;
რუკის სრული გერმანულენოვანი სახელწოდებაა: „Karte vom Kaukasus nach der russischen General-Stabs-Karte in 4 Bl. und andern guten Materialien entworfen und gezeichnet von F. Handke”.
რუკა დაცულია ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის (CSEM) არქივში.

მეგრელები და მათი ჩაცმულობა
ილუსტრაცია ელიზე რეკლიუს „მსოფლიო გეოგრაფიის“ ინგლისურენოვანი გამოცემის მე-6 წიგნიდან. (The Universal Geography: The Earth and its Inhabitants. Edited by A. H. Keane. London: J. S. Virtue & Co., Limited. Vol. VI. 1881). წიგნი ინახება ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის რარიტეტული გამოცემების არქივში.

მეგრელი ქალი




მეგრელი Mingrelier

გრავიურა ცნობილი გერმანელი გეოგრაფის, ჰაინრიხ ბერგჰაუსის (Heinrich Berghaus) მიერ 1847 წელს გამოცემული წიგნიდან „მსოფლიოს ხალხები: მათი წარმოშობა და თავისებურებები, მმართველობის ფორმები, რელიგია, ჩვეულებები და კოსტიუმები“ (Die Völker des Erdballs: nach ihrer Abstammung und Verwandtscheft und ihren Eigenthümlichkeiten in Regierungsform, Religion, Sitte und Tracht).

ნახატი შესრულებულია XIX საუკუნის ცნობილი ფრანგი მეცნიერის, მთარგმნელის და ილუსტრატორის ჟან მარი შოპენის (Jean-Marie Chopen) მიერ. ეს ჩანახატები არაერთხელ გამოქვეყნდა სხვადასხვა ევროპულ გამოცემებში. მათ შორის აღსანიშნავია, ფრანგი ვაჭრის და თბილისში საფრანგეთის კონსულის, ჟაკ-ფრანსუა გამბას ატლასი, რომელიც 1826 წელს დაიბეჭდა პარიზში.

ქართველები და კავკასიელები

ფრანგული გრავიურა, 1838;

1 - ჩერქეზი, 2- აფზახი, 3- მეგრელი, 4-იმერელი თავადი, 5-ქართველი თავადი, 6-მეგრული ურემი.

გრავიურა ჟან მარი შოპენის (Jean-Marie Chopin) რედაქციით გამოცემული ორტომეულიდან რუსეთის იმპერიის შესახებ. წიგნში საქართველოს და კავკასიის აღწერილობა შესაბამისი ილუსტრაციებით ადგილს იკავებს მეორე ტომში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წიგნიდან ქართულ თემატიკაზე შექმნილი ილუსტრაციების უმეტესობა ასევე ასახულია 1826 წელს გამოცემულ ჟაკ-ფრანსუა გამბას ატლასში. (გამბა იყო ფრანგნი ვაჭარი და მოგზაური, რომელიც თბილისში საფრანგეთის კონსულის თანამდეობობაზე მუშაობდა).


ომერ ფაშას შეხვედრა მეგრელ ქალთან

ილუსტრაცია ლოურენს ოლიფანტის წიგნიდან „თურქული არმიის ამიერკავკასიული კამპანია ომერ ფაშას ხელმძღვანელობით“, ლონდონი 1856 . (Laurence Oliphant, The Trans-Caucasian Campaign of Turkish Army Under Omer Pasha, William Blackwood and Sons, Edinburg and London, MDCCCLVI).

ლოურენს ოლიფანტი (1829-1888) იყო ინგლისელი დიპლომატი, რომელიც ინგლისის მთავრობასთან შეთანხმებით თან ახლდა ომერ ფაშას 1855 წელს დასავლეთ საქართველოში სამხედრო კამპანიის დროს. აღნიშნულ წიგნში სწორედ ამ კამპანიის დროს მომხდარი ამბებია აღწერილი. ოლიფანტი დაწვრილებით აღწერს ენგურის ბრძოლას და ომერ ფაშას ჯარის გადადგილებას. ამას გარდა წიგნი შეიცავს საინტერესო ცნობებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის და დასახლების შესახებ. წარმოდგენილი სურათები კი დახატულია ომერ ფაშას თანმხლები გერმანელი მხატვრის ზუტერის (Herr Zuther) მიერ.

სურათზე გამოსახული მეგრელი ქალი ეკატერინე დადიანის მიერ იქნა წარგზავნილი ომერ ფაშასთან მოსალაპარაკებლად. ოლიფანტი აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრის დროს მან ასევე გაიცნო ფრანგი დიდგვაროვანი დე როსმორდუკი (De Rosmorduc), რომელიც უკვე 20 წელია ზუგდიდში ცხოვრობს სადაც წარმატებით ეწევა მეაბრეშუმეობას. ის ამავე დროს ეკატერინე დადიანის დიდი მეგობარი და მრჩეველია. სურათზე გამოსახული მამაკაცი ევროპულ ტანსაცმელში სავარაუდოდ ფრანგი დე როსმორდუკი უნდა იყოს.