ინდირა და ლიზი ზარანდიების საფლავები ყვავილებით შეამკეს

13 ივნისის ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიას ორი ხობელი ახალგაზრდა - ინდირა და ლიზი ზარანდიები ემსხვერპლა. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.