ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად 10 კილომეტრიან მონაკვეთზე განთავსდება გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 189 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი აირით სარგებლობას. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 250 550 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ მარინე ლაგვილავასთან და საკრებულოს დეპუტატ გოჩა ჯობავასთან ერთად გაეცნო. პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სხვა სოფლები 2019 წელს გაზიფიცირდა.