ხობის მუნიციპალიტეტის
ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ყურაშვილების სოციალურად დაუცველ ოჯახს
მერია საცხოვრებელ სახლს გადაუხურავს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა
ქაჯაია ყურაშვილების ოჯახს ეწვივნენ და სასურსათო პაკეტი გადასცეს.
ძველ ხიბულაში, ბიზნესმენთა და მოქალაქეთა დახმარებით
სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სახლის მშენებლობა აქტიურად მინდინარეობს. ოჯახს ასევე
გადაეცა საყოფაცხოვრებო ნივთები.