19.06.2020 სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს...

 ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ყურაშვილების ოჯახშიხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის სივრცით ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქმშენებლობის განყოფილების მეორე კატეგორიის სპეციალისტის ჯაბა თოლორდავას ინიციატივით და კეთილი ადამიანების შემოწირულობებით სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.
 მამით ობოლ და-ძმას ილო და მარი ყურაშვილებსბებია სვეტლანა ქარცხია ზრდისმათი საარსებო წყაროსახელმწიფოსგან მიღებული ობლობისა და სოციალური დახმარებაა.
 ჯამბულ (ჯაბათოლორდავა დაიბადა ხობში 1987 წლის 23 აპრილსდაამთავრა ხობის N1 საჯარო სკოლა და თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტიმაგისტრის ხარისხითყავს მეუღლე - ლანა ბიგვავა.

 -  ჯაბა ხობის მუნიციპალიტეტში ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახია, როდის და რატომ გაგიჩნდათ სურვილი დახმარებოდით ძველ ხიბულაში ყურაშვილების ოჯახს?
        ვმუშაობ ხობის მუნიციპალიტეტის მერიაშიინფრასტრუქტურის ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურშიამავდროულად ვარ  სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის წევრი.
 სამსახურიდან გამომდინარე, მერის პირველ მოადგილესთან, კომისიის თავმჯდომარესთან, ბატონ ვარაზ გაბედავასთან და მერიის შრომისსაზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისვეტერანთალტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსთან, კომისიის თავმჯდომარის მოადგილესთან, ქალბატონ შოლინა კანკიასთან ერთად მოვხვდი ძველი ხიბულის ადმინიატრაციულ ერთეულშიყურაშვილების ოჯახშისადაც ძალიან მძიმე პირობები დაგვხვდასახლში შევედით თუ არა თვალშისაცემი იყო კედელზე გაკრული ილოს წარმატებების სიგელები და მედლები.
 საკუთარი მეგობრებისთანამშრომლებისმერიის და თითეული კეთილი ადამიანების დახმარებით დავიწყე მათთვის სახლის კედლების ამოშენებარადგან ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული სოციალური პროგრამის ფარგლებშიმერიას შეძლებოდა ილო და მარის სახლი გადაეხურათავიდანვე ჩემს წარმოთქმულ ინიციატივზე, ჩემთან მყოფი თანამშრომლების მხარდაჭერა ვიგრძენირამაც დიდი სტიმული მომცა.

 - რა იყო თქვენ მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი?
 - იმ დღესვე დავდე პოსტი სოციალურ ქსელში მამით ობოლამ უნიჭიერეს და უსაყვარლეს ბავშვებზერასაც მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურებაპირველ რიგში ქალბატონ შოლინა კანკიასგან (საკუთარი ტელევიზორი მეორე დღესვე გამატანა მათთანდა მეწარმე, ბატონ ნუკრი ბერაიასგან, რომელმაც, სახლის ასაშენებელი სამშენებლო ბლოკით მოგვამარაგაასევე გვერდით დამიდგა ჩემი რამოდენიმე კურსელიმეგობარი, ნაცნობი და სრულიად უცხო ადამიანებირომლებიც დღემდე მეხმარებიან წამოწყებული საქმის ბოლომდე განხორციელებაში.

 - როგორი იყო გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან?
 - ვერც კი გადმოგცემთ იმ ემოციასროცა ზარი არ წყდებოდა ჩემს ტელეფონზე მადლიერი ოჯახისგანმათი ახლობლებისგან და მეზობლებისგანმადლობას მიხდიდნენ კეთილი საქმის წამოწყებისთვის და თანადგომისთვის.

 - რას იტყვი, როგორი გრძნობაა ადამიანებს დახმარების ხელი გაუწოდო?
  სიტყვებით ვერ გადმოგცემთ რა ბედნიერებაა ჩემთვისროცა მივდივარ ყურაშვილების ოჯახში და მათ თვალებში ვკითხულობ სიყვარულსემოციასმორიდებასიმედს და მადლიერებასმეც მიკვირსამ მოკლე დროში კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენი რამ შევძელი. არაფერია იმაზე კარგი შეგრძნება, რასაც სიკეთის კეთებისას შეიგრძნობს ადამიანი.

 - თუ შეიძლება მოგვიყევით იმ ადამიანებზე ვინც ბავშვების დახმარების სურვილი გამოთქვა?!
 - ყველას ნამდვილად ვერ დავასახელებმაგრამ არ შემიძლია უდიდესი მადლობა არ გადავუხადობატონებსნუკრი ბერაიასჯუმბერ იზორიასსანდრო ცქვიტაიასგიგა ნასარაიასნუკრი წოწონავასავთანდილ მაჩიტიძესკახა ნადარაიასფრიდონ (ბახუშონიას, ხვიჩა აშორტიას. ქალბატონებსნინო ვიბლიანსნინო ყალიჩავასნანანინო და მარიამ შველიძეებსხობის მუნიციპალიტეტის მერიასსაკრებულოსმაჟორიოტარ დეპუტატსძველი ხიბულაში მერის წარმომადგენელსასევე ილოს ნათლიასთითეულ ემიგრანტს, თბილისიდან და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსულ სტუმრებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ ობოლი ბავშვების გულს ახარებენარ შემიძლია არ აღვნიშნო, ამ ოჯახის მეზობლების წვლილირომლებიც დაუღალავად მუშაობენ სახლის მშენებლობაშირათა პატარებს რაც შეიძლება მალე ქონდეთ საკუთარი ჭერი
 უფალმა თითოეულ თქვენთაგანს იმის ძალა და განწყობა მოგცეთ, რომ მუდამ ვაკეთოთ სიკეთეროცა ბედნიერ თვალებსერთმანეთის სიყვარულს ხედავს ადამიანი, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობსსხვა დანარჩენი წარმავალია.

 -     როგორ ფიქრობთრატომ ერთვებიან ადამიანები ქველმოქმედებაში?
  - რადგან არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად ფიქრობენ მათ სულიერ სიმაღლეზე, ვიდრე მატერიალურ ღირებულებებზე.  ვფიქრობ ადამიანი გამუდმებით უნდა ილტვოდეს სიკეთისკენ.

  -        რისი თქმა შეგიძლიათ ჩვენი მკითხველებისთვის?
  - შეძლებისდაგვარად ვაკეთოთ სიკეთედავეხმაროთ ერთმანეთსმეტად დავაფასოთ ერთმანეთისიცოცხლეშივე მოვასწროთ ერთმანეთისთვის იმის თქმა რომ გვიყვარსრადგან სხვა თუ არავინამ ყველაფერს უფალი ხედავს.  ვიყოთ კეთილები ყველას მიმართ, საკუთარი თავის ჩათვლით.
 პანდემიიდან გამოწვვეულმა მდგომარეობამ დაგვანახა თუ როგორი წამიერია ცხოვრებაგისურვებთ თითოეულ მკითხველს ჯამრთელობას და წარმატებებს.




                        ჯაბა და მისი მეუღლე ლანა              მარი და ილო ყურაშვილები