24 მაისს ჩატარდა დახურული ონლაინ ბლიც ტურნირი უძლიერესი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით. ბრწყინვალედ იასპარეზა და 6 შესაძლებლობიდან 4 ქულით ქალთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა დიანა ლომაიამ. მან დაამარცხა უძლიერესი საერთაშორისო დიდოსტატები: მერაბ გაგუნაშვილი, მერი არაბიძე და ნინო ხომერიკი. დიანას ამ გამარჯვებით ფულადი პრიზიც ერგო.